13ივნ,2025
შორენა გოგიაშვილის აკადემიური მობილობა პეტერ პაზმანის კათოლიკურ უნივერსიტეტში
2025 წლის 20-24 მაისს, შორენა გოგიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მონაწილეობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აკადემიურ მობილობაში და სტუმრად იმყოფებოდა პეტერ პაზმანის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვევით.
მობილობის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჩაატარა:
სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ წარმომადგენლებთან, რომლებზეც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა
მობილობის ძირითადი შედეგები:
✔️ სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გაცვლა
✔️ ახალი სასწავლო მოდულების იდეები
✔️ აკადემიური და კვლევითი ქსელების გაფართოება
შორენა გოგიაშვილი ასევე შეხვდა საბაუნის სტუდენტს, რომელიც ამჟამად სწავლობს პეტერ პაზმანის კათოლიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ სტუდენტური მობილობის ფარგლებში.
ეს მობილობა წარმოადგენს საბაუნის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის, თანამედროვე განათლების და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების განვითარებას.