
05მარ,2024
სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები სამივე საფეხურის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის
ცხადდება რეგისტრაცია სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც განკუთვნილია სამივე საფეხურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მობილობის დაწყების ყველაზე ადრეული პერიოდია 2024 წლის თებერვალი და ყველაზე გვიანდელი 2025 წლის აგვისტო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ა) სტუდენტებს
- რომლებიც არ ირიცხებიან სლოვაკურ უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე
- რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო სწავლების საფეხურზე (ან საბაკალავრო საფეხურზე და დასრულებული აქვთ 5 სემესტრი მშობლიურ უნივერსიტეტში)
- აკადემიური მობილობის ფარგლებში შეძლებენ მთელი სემესტრი გაატარონ სლოვაკეთის უნივერსიტეტში
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 1 ან 2 სემესტრი
ბ) დოქტორანტებს
- რომლებიც სწავლობენ სლოვაკეთის გარდა რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში და ექნებათ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების / თანხმობის წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა 1 – 10 თვე
გ) უნივერსიტეტების მასწავლებლებს / მკვლევარებს
- რომელთაც აქვთ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა - 1 – 10 თვე
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პერიოდი არ აღემატება ერთ თვეს, აუცილებელია დროის ხანგრძლივობა მკაფიოდ იყოს განსაზღვრული (კალენდარული ერთი თვე, მაგ.: 5 მარტი - 4 აპრილი)
ვის არ შეუძლია მონაწილეობის მიღება:
- საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე სწავლობენ სლოვაკურ უნივერსიტეტებში
- ლექტორებს, მკვლევარებს, რომელთაც არ გააჩნიათ დოქტორის ხარისხი და ამასთან აქვთ 4 წელზე ნაკლები მუშაობის გამოცდილება (სადოქტორო კვლევა ასევე ითვლება როგორც სამუშაო გამოცდილება)
- საერთაშორისო აპლიკანტს, რომელსაც ბოლო 36 თვის მანძილზე სლოვაკეთში ნაცხოვრები აქვს 15 თვეზე მეტ ხანს
- საერთაშორისო აპლიკანტს, რომელიც ფლობს ამავდროულად სხვა სასწავლო/კვლევით დაფინანსებას (Visegrd Fund, Erasmus+, CEEPUS, Bilateral agreement etc).
სტიპენდიის რაოდენობა დამოკიდებულია აპლიკანტის პოზიციაზე:
საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი - 620 ევრო თვეში
დოქტორანტი - 1025,50 ევრო თვეში
უნივერსიტეტის ლექტორი - 1025,50 / 1370 / 1470 ევრო (პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე) შესაძლებელია მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაც.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე 2024 წლის 31 აპრილის 16:00 (CET) საათამდე.
ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია
ინფორმაციას წარსადგენი დოკუმენტაციისა და სხვა პირობების შესახებ ვრცლად გაეცანით ბმულზე (ინგლისურ ენაზე).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სლოვაკური უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მზად არის გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შუამავლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, მეოთხე სართული ოთახი 408
გისურვებთ წარმატებას!