
12სექ,2022
სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტების, პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის
ცხადდება რეგისტრაცია სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ა) სტუდენტებს
- რომლებიც არ ირიცხებიან სლოვაკურ უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე
- რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო სწავლების საფეხურზე (ან საბაკალავრო
- საფეხურზე და დასრულებული აქვს 5 სემესტრი მშობლიურ უნივერსიტეტში)
- მობილობის განმავლობაში მთელი სემესტრის მანძილზე იქნება სლოვაკეთში
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 1 ან 2 სემესტრი
ბ) დოქტორანტებს
- რომელიც სწავლობს სლოვაკეთის გარდა რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში და
- რომელსაც ექნება სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების / თანხმობის წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა 1 – 10 თვე
გ) უნივერსიტეტების მასწავლებლებს / მკვლევარებს, რომელთაც აქვთ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა - 1 – 10 თვე
- სტიპენდიის რაოდენობა დამოკიდებულია აპლიკანტის პოზიციაზე:
- სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი - 400 ევრო თვეში
- დოქტორანტი - 734 ევრო თვეში
- უნივერსიტეტის ლექტორი - 734 / 980 / 1050 (პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე)
- შესაძლებელია მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაც.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 (CET) საათამდე.
ინფორმაციას ვრცლად გაეცანით ბმულზე (ინგლისურ ენაზე)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სლოვაკური უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მზად არის გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შუამავლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან.