02ოქტ,2024
სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისა და პროფესორებისათვის
ცხადდება რეგისტრაცია სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მობილობის დაწყების ყველაზე ადრეული პერიოდია 2025 წლის თებერვალი და ყველაზე გვიანდელი 2025 წლის აგვისტო.
კონკურსი განკუთნილია:
ა) სტუდენტებისთვის:
- რომლებიც არ ირიცხებიან სლოვაკურ უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე
- რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო სწავლების საფეხურზე
- აკადემიური მობილობის ფარგლებში შეძლებენ მთელი სემესტრი გაატარონ სლოვაკეთის უნივერსიტეტში
სტიპენდიის ხანგრძლივობა სტუდენტებისთვის 1 ან 2 სემესტრი
ბ) დოქტორანტებისთვის:
- რომლებიც სწავლობენ სლოვაკეთის გარდა რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში და ექნებათ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების / თანხმობის წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა 1 – 10 თვე
გ) უნივერსიტეტების მასწავლებლებისა / მკვლევარებისთვის
- რომელთაც აქვთ სლოვაკური უნივერსიტეტიდან მიღების წერილი
სტიპენდიის ხანგრძლივობა - 1 – 10 თვე
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პერიოდი არ აღემატება ერთ თვეს, აუცილებელია დროის ხანგრძლივობა მკაფიოდ იყოს განსაზღვრული (კალენდარული ერთი თვე, მაგ.: 5 მარტი - 4 აპრილი)
ვის არ შეუძლია მონაწილეობის მიღება:
- საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე სწავლობენ სლოვაკურ უნივერსიტეტებში
- ლექტორებს, მკვლევარებს, რომელთაც არ გააჩნიათ დოქტორის ხარისხი და ამასთან აქვთ 4 წელზე ნაკლები მუშაობის გამოცდილება (სადოქტორო კვლევა ასევე ითვლება როგორც სამუშაო გამოცდილება)
- საერთაშორისო აპლიკანტს, რომელსაც ბოლო 36 თვის მანძილზე სლოვაკეთში ნაცხოვრები აქვს 15 თვეზე მეტ ხანს
- საერთაშორისო აპლიკანტს, რომელიც ფლობს ამავდროულად სხვა სასწავლო/კვლევით დაფინანსებას (Visegrd Fund, Erasmus+, CEEPUS, Bilateral agreement etc).
სტიპენდიის რაოდენობა დამოკიდებულია აპლიკანტის პოზიციაზე:
საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი - 620 ევრო თვეში
დოქტორანტი - 1025,50 ევრო თვეში
უნივერსიტეტის ლექტორი - 1025,50 / 1370 / 1470 ევრო (პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე) შესაძლებელია მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაც.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე https://www.scholarships.sk/ 2025 წლის 31 ოქტომბრის 16:00 (CET) საათამდე.
ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია
ინფორმაციას წარსადგენი დოკუმენტაციისა და სხვა პირობების შესახებ ვრცლად გაეცანით ბმულზე (ინგლისურ ენაზე).
https://www.scholarships.sk/en/main/programme-terms-and-conditions/foreign-applicants
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სლოვაკური უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მზად არის გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შუამავლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, მეოთხე სართული ოთახი 408
გისურვებთ წარმატებას!