29თებ,2024
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებით საფრანგეთში იმყოფებოდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ქობულაძე, ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებით იმყოფებოდა საფრანგეთში, ბორდოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში.
თამარ ქობულაძე კვლევითი საქმიანობის პარალელურად, მონაწილეობდა ბორდოს უნივერსიტეტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კვლევითი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, სემინარებსა და პროფესიულ საკითხებზე კინო-განხილვებში. მან ჩაატარა საჯარო ლექცია, რომელზეც წარადგინა თავისი სადოქტორო კვლევის შედეგები.
თამარ ქობულაძის კვლევითი პროექტი ,,სამუშაოზე ფსიქო-სოციალური რისკების შეფასება" განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.