17ივლ,2026
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის თანაავტორობით Scopus-ის ინდექსირებულ ჟურნალში სტატია გამოქვეყნდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ქობულაძის თანაავტორობით, გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია Scopus-ის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში - Journal of Autism and Developmental Disorders.
სტატიის სათაურია: „Perspectives of Autistic People, Parents, and Healthcare Professionals on Communication in Healthcare Settings and Related Needs in Georgia: A Qualitative Study“.
პუბლიკაციაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელიც განხორციელდა პროფესორ თამარ კალანდაძის (Department of Education, ICT and Learning, Østfold University of Applied Sciences, Norway) ხელმძღვანელობით. კვლევაში მონაწილეობდნენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „გამმას“ დირექტორი მაია გაბუნია (MD, PhD), ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორები.
სტატია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სრული ტექსტის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს