22აგვ,2020
სოციალურად დაუცველი აბიტურიენტები საბაუნიში ერთი წელი უფასოდ ისწავლიან
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ყველა სტუდენტი, რომელიც სოციალურად 150 000 ქულამდეა, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის, 2020-2021 წლის ერთი სემესტრის სრულ დაფინანსებას.
სახელმწიფოს სოციალური პროექტების პარალელურად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც უფასო სწავლა დაანონსა და ყველა აბიტურიენტს, ვინც პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხება საბაუნიში შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურს სრულიად დაუფინანსებს. შესაბამისად, ყველა სტუდენტი, რომელიც სოციალურად 150 000 ქულამდეა და პირველი ან მეორე არჩევანით ჩაირიცხება საბაუნიში, 2020-2021 სასწავლო წელს სრულიად უფასოდ ისწავლის!
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სტუდენტს 150 000 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფოსგან 2020-2021 წლის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.