
09ივნ,2021
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
საბაუნის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის უპირატესობებზე, პროგრამის ხელმძღვანელი, სოფო მეტრეველი, გვესაუბრება
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ერთ-ერთი ახალი და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შედგენილი პროგრამაა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სოციოლოგიის სფეროში დაგროვებული თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ემპირიული კვლევების ჩასატარებლად. პროგრამა ხელს შეუწყობს კვალიფიციური სპეციალისტების გამრავლებას შრომის ბაზარზე, რაც თავად დარგის განვითარებისთვისაც სასარგებლოა.
პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ექნება ფართო თეორიული ცოდნა და განივითარებს სოციოლოგიურ პრაქტიკას, აგრეთვე, ჩამოუყალიბდება სოციოლოგიური კვლევის პრაქტიკული და სოციოლოგიის თეორიის პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
პროგრამა ორიენტირებულია:
- სოციოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებაზე, სოციოლოგიის ფუნქციების შესწავლაზე, სოციოლოგიური კვლევისა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
- პრაქტიკაზე.
- სოციოლოგიის მიმართულებით მეცნიერებათა კვლევებში ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე;
- სოციოლოგიის მიმართულებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებაზე;
- ასევე ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაზე.
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებში, სადაც მოითხოვება სოციოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
პროგრამა იძლევა ფართო და სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას, ისევე, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, დაიწყონ წარმატებული კარიერა სოციოლოგიის სფეროში.
- გაცვლითი პროგრამები 16 ქვეყნის 40 უნივერსიტეტში
- ექსკლუზიური საგნები : პრაქტიკა (წამყვან კვლევით ორგანიზაციებში), ინგლისური ენა სოციოლოგებისთვის, ინგლისურენოვანი საგნები: კრიმინოლოგია, გენდერის სოციოლოგია, ვიქტიმოლოგია, მიგრაცია და გლობალური საზოგადოება