
05ოქტ,2023
სტაჟირება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შიდა სტაჟირებას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული (ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილზე მორგებული)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ვაკანტური ადგილი: 2
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
● ფაკულტეტის ფარგლებში ღონისძიებების, შეხვედრების დაგეგმვა, დღის წესრიგის შემუშავება და ორგანიზება;
● ფაკულტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
● უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● განათლება: საბაუნის ბაკალავრის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
● სასურველია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
● MS Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
● პასუხისმგებლობის გრძნობა;
● დეტალებზე ორიენტირების უნარი;
● გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტაჟიორი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 16 ოქტომბერი.