20მარ,2018
STAR პროექტის მესამე შეხვედრა პორტუგალიაში
2018 წლის 12-16 მარტს პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ჩატარდა ერასმუს+ პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება- დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (STAR) რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა კონსორციუმის წევრი, კოიმბრას უნივერსიტეტი. საბაუნი, როგორც პროექტის ერთ-ერთჲ პარტნიორი უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო პროფესორ ეკატერინე ნაცვლიშვილისა და ასოცირებული პროფესორის, გვანცა აბდალაძის სახით.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებს რუსის უნივერსიტეტის გუნდმა წარუდგინა სტუდენტზე ორიენტირებული (მდგრადი) სწავლების სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელზეც მიმდინარეობდა მსჯელობა შეხვედრების დროს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს პროფესიული განვითარების ცენტრის (CPD) მუშაობის შესახებ. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო სწავლების მეთოდზე მუშაობას, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის შემუშავება დასავლელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით, ქართული და ჩინური უნივერსიტეტების წარმოამდგენლების დატრენინგება და შემდგომში ამ მეთოდების საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებში დანერგვა.
პროექტი დაიწყო 2016 წლის 15 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში.