
27ოქტ,2018
STAR პროექტის შეხვედრა ჩინეთში
2019 წლის 22-26 ოქტომბერს, პროექტის მე-5 შეხვედრას უმასპინძლა ჟანიანგის უნივერსიტეტმა (ჩინეთი) რომლის პირველი დღე დაეთმო შუალედურ კონფერენციას, სადაც პროექტში ჩართულმა მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მსვლელობასა და მის ფარგლებში შესრულებულ საქმეზე. ასევე, განიხილეს გამოწვევები რაც იყო პროექტის სრულყოფილად შესასრულებლად.
ამავე შეხვედრაზე გაიმართა ჩინეთის უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ კოიმბრას, რუსეს და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების წარმომდგენლები.
აღნიშნულ შეხვედრას წინ უსწრებდა სამუშაო შეხვედრები მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთი), რუსას უნივერსიტეტსა (რუსა, ბულგარეთი) და კოიმბრას უნივერსიტეტში (კოიმბრა, პორტუგალია). პროექტი „STAR“ დაიწყო 2016 წლის 15 ოქტომბრიდან და დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში.
გალერეა


