14ივნ,2017
Startup Sabauni 2017-ის მონაწილეთა ტრენინგი
2017 წლის 14 ივნისს, პროექტის Startup Sabauni 2017 შერჩეულ მონაწილეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარდათ.
მოწვეულები იყვნენ სილიკონ ველი თბილისის პროექტების მენეჯერი და BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტრენერი, ზურაბ პერტაია და "კრეატორის დღიურის" ავტორი კოტე ინატბელიძე.
სპიკერები შეეხნენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საჭიროა ინვესტორთან ბიზნეს იდეის წარსადგენად და ეფექტური პრეზენტაციის ჩასატარებლად. სტუდენტებმა მიიღეს კონკრეტული რჩევები საკუთარ იდეებთან დაკავშირებით და ემზადებიან კონკურსის დღისათვის !