29მარ,2024
სტუდენტური ჟურნალის - "Magister Legum" მეოთხე ტომი გამოიცა
სტუდენტური ჟურნალის "Magister Legum" რიგით მეოთხე ტომი გამოიცა. აღნიშნულ ჟურნალში იბეჭდება სამართლის ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტატიები, როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებით. სტატიებში განხილულია აქტუალური და პრობლემური საკითხები და მითითებულია პრობლემის გადაჭრის გზები.
მეოთხე ტომში დაბეჭდილი სტატიებია:
1. სამედიაციო მორიგების აღსრულების პროცესში სასამართლოს მონაწილეობის ფარგლები - მარიამ ჭანტურია;
2. სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლები საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის საფუძვლით საზღვარგარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის შეფასებისას - მარიამ ჭუმბაძე;
3. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მშობლების განქორწინებისას - გვანცა ვალიშვილი;
4. ნარდობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების სამართლებრივი სტანდარტი პანდემიის პირობებში - თორნიკე მარგველაშვილი;
5. სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე - მარიამ გვენეტაძე;
6. მტკიცების ტვირთის განაწილება გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაში - ეკატერინე ჯინჭარაძე;
7. ორგანიზაციული ცვლილებების სამართლებრივი კვალიფიკაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას - ნათია კობახიძე;
8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისას - ანი ონიანი;
9. ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო სააქციო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობა საზოგადოების რეორგანიზაციისას - მირანდა ხარატიშვილი.