30ოქტ,2024
სტუდენტური კონფერენცია - „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“
10 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრისა და საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე - „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
• 18 ნოემბერი - რეგისტრაციის ბოლო ვადა;
• 3 დეკემბერი - ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა.
წარმატებული ნაშრომის ავტორები 2024 წლის 5 დეკემბერის ჩათვლით მიიღებენ კონფერენციის განრიგს.
კონფერენციაზე მიიღება თანავტორობით შესრულებული ნაშრომები.
ტექნიკური მოთხოვნები:
• კონფერენციაზე მიიღება ინდივიდუალური ან თანავტორობით შესრულებული (მაქსიმუმ 2 თანაავტორი) ნაშრომები.
• ნაშრომი უნდა გამოაგზავნოთ ვორდის ფაილში
• შრიფტი: Sylfine
• შრიფტის ზომა: ტექსტი - 12, სქოლიო - 10
• ხაზებს შორის ინტერვალი: 1.15
• საზღვრები: 1.5სმ. ოთხივე მხარეს.
• ნაშრომის მოცულობა: 7-10 გვ.
შესრულებული ნაშრომი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: law@sabauni.edu.ge
კონფერენციის სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/4hpkDl0