
17ივნ,2016
სტუდენტური პროექტი "რაჭა - ჩემი სიყვარული"
2016 წლის 17 ივნისს საბაუნის სააქტო დარბაზში გაიმართა სტუდენტური პროექტის „რაჭა - ჩემი სიყვარული“ პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო რაჭის ღირსშესანიშნაობების გაცნობა და ახალგაზრდების ამ კუთხით დაინტერესება. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო პოსტერები, სადაც აღწერილი იყო რაჭის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები თავისი ღირსშესანიშნაობებით. ღონისძიებაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სურათების სლაიდ შოუ და რაჭის რეგიონის ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი დოკუმენუტური ფილმის ჩვენება. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოკლედ ისაუბრეს რაჭის მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობაზე.
ღონისძიება დასრულდა საბაუნის სტუდენტების მიერ შესრულებული რაჭული ცეკვით. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რაჭის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო გამოფენა და დაეგემოვნებინათ რაჭული სამზარეულოს კერძები.
პროექტი განხორციელდა საბაუნის სტუდენტური კონკურსის „ჩემი წარმატებული პროექტი“ ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებს კონსულტაციას უწევდა პროფ. ინგა ქარაია.