
02მარ,2023
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპები“. კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ცოდნის გაღრმავება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-3 მუხლში (ზოგადი პრინციპები) ჩამოთვლილ პრინციპთაგან ერთ-ერთს.
ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:
ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავსართს და სარჩევს;
საერთო მოცულობა: მინიმუმ 10 გვერდი;
ზომა: 12;
შრიფტი: Sylfaen;
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/NhL72cG46jV3ToLP7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მარტი;
აბსტრაქტი უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 25 მარტისა;
აღნიშნულ მეილზე: adlcenter@sabauni.edu.ge .
გადარჩეული აბსტრაქტების ავტორები მიიღებენ მეორე ეტაპზე გასვლის შესახებ შეტყობინებას.
ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 9 აპრილი 18:00 საათი
კონფერენციისთვის შერჩეული ნაშრომების ავტორები მიიღებენ მასში მონაწილეობის დამადასტურებელ შეტყობინებას, არაუგვიანეს 12 აპრილისა.
კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 15 აპრილს დღის 12 საათზე. დღის წესრიგი მონაწილეებს გაეგზავნებათ არაუგვიანეს 2023 წლის 13 აპრილისა.
მომხსენებლებმა უნდა წარადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 7 წუთისა, კითხვა-პასუხისთვის განესაზღვრებათ დამატებითი დრო 5 წუთი.
- სამუშაო ენა: ქართული
- კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე
- მიიღება მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომები
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენცია გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (კალისტრატე ქუთათელაძის ქ. #3)