
19მაი,2020
სტუდენტური შეღავათები
მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სწავლების დისტანცურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გარკვეული სახის შეღავათი შესთავაზა სტუდენტებს, მათ შორის, შუალედური გამოცდებისა და აქტივობების აღდგენა, შუალედურ შეფასებაში მიღებული ქულების გაუმჯობესება, ინტერნეტ რესურსებითა და შესაბამისი ტექნიკით მხარდაჭერა, გარკვეული ფინანსური შეღავათი და სხვ. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით საბაუნი აგრძელებს ფინანსური შეღავათების შეთავაზებას მოქმედ სტუდენტებისათვის 2020-2021 აკადემიური წლის განმავლობაში. ეს შეღავათებია:
- სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი
(ყველა სტუდენტს ექნება საშუალება, შეადგინოს გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი საბაუნის ფინანსურ სამსახურთან შეთანხმებით)
- წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
(ყველა სტუდენტს ექნება საშუალება, სწავლის წლიური გადასახადი განაწილადოს 10 ნაწილად აკადემიური წლის მანძილზე)
- ერთი სავალდებულო საგნის დამატებით უფასოდ გავლის საშუალება;
(ყველა სტუდენტს ექნება საშუალება, 30 კრედიტს მიღმა, განმეორებით გაიაროს შემოდგომის სემესტრში შემოთავაზებული სავალდებულო საგნებიდან ერთ-ერთი (შეღავათი ეხება ჩარჩენილ საგნებს)
- 20%-იანი ფასდაკლება ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე მეორე სემესტრიდან 1 წლის მანძილზე;
(ყველა სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით საბაუნის საერთო სტუნდეტურ საცხოვრებელში ერთი სასწავლო წლის მანძილზე)
- 10%-იანი ფასდაკლება საბაუნის მაგისტრატურაზე ჩაბარების შემთხვევაში;
(ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლას გააგრძელებს საბაუნის მაგისტრატურაში, ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით სწავლის წლიურ გადასახადზე)
- 20%-იანი ფასდაკლება საბაუნის ბაკალავრიატისგან განსხვავებული მიმართულებით მაგისტრატურაზე ჩაბარების შემთხვევაში;
(ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლას გააგრძელებს საბაუნის ბაკალავრიატის საფეხურისგან განსხვავებულ მიმართულებაზე საბაუნის მაგსტრატურაში, ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით სწავლის წლიურ გადასახადზე)
სარეგისტრაციო ვადებსა და შეღავათებით სარგებლობის პირობებზე გეცნობებათ მოგვიანებით.