
28დეკ,2020
სტუდენტური ჟურნალის - MAGISTER LEGUM-ის პრეზენტაცია
28 დეკემბერს გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტური ჟურნალის - MAGISTER LEGUM-ის საჯარო წარდგენა.
ჟურნალი საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და მოქმედი მაგისტრანტების ნაშრომებს ეთმობა.
პირველ ნომერში მოცემულია გიორგი ბჟალავას, ეთერ შიუკაშვილის, აკაკი ობოლაძის, გიორგი ქათამაძის, ეკატერინე გიორხელიძისა და სალომე რეხვიაშვილის ნაშრომები.
MAGISTER LEGUM წელიწადში ორჯერ გამოვა და საინტერესო ნაშრომებს შემოგთავაზებთ.