16თებ,2019
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის
2019 წლის 16 თებერვალს საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელიც Erasmus+ აქტივობა 2 ით დაფინანსებული პროექტის “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგის ორგანიზატორია ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნებული პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა: პირველი ნაწილი დაეთმო უშუალოდ ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტში ჩართული საბაუნის აკადემიური პერსონალი: ქალბატონი ეკატერინე ნაცვლიშვილი და ქალბატონი გვანცა აბდალაძე, რომელთაც ისაუბრეს სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, ინოვაციურ მიდგომებზე და მათ საჭიროებებზე, ხოლო ღონისძიების მეორე ნაწილი უშუალოდ სამუშაო შეხვედრებს დაეთმო, რომელთაც უძღვებოდნენ გასული წლის ოქტომბერში პროექტით დაგეგმილ ტრენერთა ტრენინგში მონაწილე აკადემიური პერსონალი. ვორქშოპების დროს მონაწილეემბა განიხილეს საკუთარი სწავლების მეთოდები, გაიზიარეს სხვათა გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
ტრენინგი დაფუძნებული იყო პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები“, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. სახელმძღვანელოს სანახავად დააკლიკეთ აქ.
დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.