
14ნოე,2023
სულხან-საბა ორბელიანის 365 წლის იუბილე და ქართული დიპლომატიის დღე საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის 365 წლის იუბილე და ქართული დიპლომატიის დღე საბაუნიში განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად აღინიშნა.
საბაუნის სტუდენტებს, გორისა და მიმდებარე სოფლების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ალექსანდრე ვინიკოვი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, რაზვან როტუნდუ, საქართველოში რუმინეთის ელჩი და ენ ტოფტ სორენსი, საქართველოში დანიის ელჩი შეხვდნენ.
სტუდენტებსა და მოსწავლეებს საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი გორაძე და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ ქობულაძე მიესალმა, სადაც ყურადღება უნივერსიტეტის ღირებულებებსა და სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ მისიაზე გამახვილდა.
სახალხო დიპლომატიის დღე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.