01ივნ,2023
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შიდა სტაჟირებას მედიცინის ფაკულტეტზე
სამუშაო გრაფიკი: არასრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
• მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში ღონისძიებების, შეხვედრების დაგეგმვა, დღის წესრიგის შემუშავება და ორგანიზება;
• მედიცინის ფაკულტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
• აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• Ms Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტირების უნარი;
• გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
• გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „მედიცინის ფაკულტეტის სტაჟიორი" , წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 2023 წლის 15 ივნისი.