24ოქტ,2024
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტის გამარჯვებულია.
აღნიშნული პროგრამა EU4Dialogue: Improving Exchanges Across the Divide through Education and Culture - ევროკავშირისა და გერმანიის გაცვლის აკადემიური სამსახურის" (DAAD) პარტნიორობით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ერთკვირიანი ტრენინგ-მოდულის განხორციელების გზით, სახელწოდებით ,,Differences Make no Difference."
პროექტს უხელმძღვანელებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული ასისტენტი მარიამ ელიაძე, მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის მკვლევრების - ნანი მანველიშვილის, ირაკლი ნოდიას და მაია მანჩხაშვილის მიერ დაკომპლექტებული გუნდის აქტიური ჩართულობით.