
31მაი,2023
საბაუნის მედიცინის ფაკულტეტს Lecturio Medical-ის წარმომადგენელი, უთქუ თიმურჩინი ეწვია
30 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს Lecturio Medical-ის წარმომადგენელი, უთქუ თიმურჩინი ეწვია.
Lecturio-ს გუნდი წარმოდგენილია 250 პრაქტიკოსი ექიმით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო სკოლებიდან, როგორებიცაა: ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ლონდონის სამედიცინო კოლეჯი, რაც განაპირობებს კომპონენტის უმაღლესი დიდაქტიკური ხარისხით წარმოდგენას.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მედიცინის ფაკულტეტის შემდგომ განვითარებას.