18ივლ,2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საფარს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2025 წლის 18 ივლისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა და ორგანიზაცია „საფარმა“ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი — დოკუმენტს, რომელიც საფუძველს უყრის გრძელვადიან პარტნიორობას ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთად იმუშავებენ:
- ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაზე;
- აკადემიური კვლევების განხორციელებაზე;
- საგანმანათლებლო ტრენინგებსა და კონფერენციების ორგანიზებაზე;
- სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის შექმნასა და გავრცელებაზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის ეს მემორანდუმი არ არის მხოლოდ თანამშრომლობის ფორმალური დადასტურება, ეს არის ღირებულებით გააზრებული არჩევანი, რომელიც ადასტურებს უნივერსიტეტის მზაობას, იყოს აქტიური მონაწილე სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების ფორმირებაში.
თანამშრომლობა „საფართან“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მისწრაფებას, რომ აკადემიური სივრცე მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემის ადგილი კი არა, არამედ ცოცხალი პლატფორმა უნდა იყოს, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რეალური ცვლილებების ნაწილი გახდნენ.