11ნოე,2026
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში AI-ის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი თემაზე: „AI სამეცნიერო საგამომცემლო ეკოსისტემაში: გლობალური გამოწვევები და აკადემიური კეთილსინდისიერება“.
სემინარს უძღვებოდა სამეცნიერო საგამომცემლო სფეროს ცნობილი ექსპერტი და ტრენერი, DOAJ-ის (Directory of Open Access Journals) ასოცირებული რედაქტორი და COPE-ის (Committee on Publication Ethics) კომიტეტის წევრი ნათია გაბედავა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს:
-
ხელოვნური ინტელექტის გავლენა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და საგამომცემლო პროცესებზე;
-
გენერაციული ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საზღვრები აკადემიურ სივრცეში;
-
აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო საგამომცემლო სტანდარტები.
შეხვედრამ აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს შესაძლებლობა მისცა, სიღრმისეულად გაცნობოდნენ იმ თანამედროვე გამოწვევებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც უზრუნველყოფს სამეცნიერო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან ინტეგრაციასა და კვლევის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.