10ივნ,2021
თანამშრომლობის მემორანდუმი GIFA-სთან
9 ინვისს ბუღალტერთა კავშირის ბაზაზე არსებულ GIFA საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს უწყვეტი განათლების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში ფინანსების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები ისარგებლებენ 25%-მდე ფასდაკლებით ინსტიტუტის ტრენინგ-კურსებზე, გარდა ამისა შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ როგორც ინსტიტუტის, ასევე ბუღალტერთა კავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს, მასტერკლასებსა და ვებინარებს.
„ჩვენთვის უნივერსიტეტებთან მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრაქტიკული სწავლების მეთოდი მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კურსეის გავლის შემდეგ დასაქმდნენ წამყვან ორგანიზაციებში და იყვნენ წარმატებული ბუღალტრები, ფინანსისტები. ბოლო 6-თვის მანძილზე ჩვენი დახმარებით 30-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა საკუთარი პროფესიით, ეს რიცხვი კი დღითი დღე იზრდება.“ - ტატა ბერიძე, GIFA-ს დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია ყველაზე მოთხოვნად სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და სტუდენტებს საშუალება აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკა წარმატებული ქართული კომპანიების მაგალითებზე.
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ ხაზი გაუსვა მსგავსი თანამშრომლობის მნიშვნელობას სტუდენტების შემდგომი განვითარებისა და სპეციალიზაციის მიზნით. დაიგეგმა საერთო პროექტების განხორციელება, რომელიც მიზნად პროფესიის პოპულარიზაციას ისახავს.
მემორანდუმს ხელი GIFA -ს დამფუძნებელმა და ბუღალტერთა კავშირის დირექტორმა ტატა ბერიძემ და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ.