25მაი,2022
თანამშრომლობის მემორანდუმი ხორვატიის უნივერსიტეტთან
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტსა და ხორვატიის კათოლიკურ უნივერსიტეტის (Catholic University of Croatia) წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს:
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს;
- განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, კურსების, სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას;
- საზაფხულო სკოლების პროგრამებoს შემუშავებას;
- ბიბლიოთეკის რესურსებსა და სერვისებზე წვდომას დოქტორანტებისთვის;
- თანამშრომლობას სადოქტორო პროგრამებსა და კვლევებში.