03ივნ,2024
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სულხან-საბა ორბელიანის გამომცემლობის წიგნები წარადგინეს
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ოთხი დღის განმავლობაში, წიგნის მოყვარულებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ფესტივალის ფარგლებში, ჩვენი გამომცემლობის ორი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.
„გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზა“
ავტორი: ანა გოგილაშვილი - საბაუნის ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი.
„ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გენდერულ დისკრიმინაციად კვალიფიკაცია“
ავტორი: ქეთევან ბახტაძე - საბაუნის დოქტორანტი, იურისტი.