
11მაი,2023
თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორის Erasmus+ მობილობა ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში
საბაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი- გურამ ლურსმანაშვილი Erasmus+ მობილობის პროგრამით პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა (ჩეხეთი). ერთკვირიანი მობილობის განმავლობაში საბაუნის ლექტორმა ჩაატარა ლექციები უცხოელი სტუდენტისთვის, ჰქონდა ყოველდღიური შეხვედრები ოლომოუცის უნივერსიტეტის პერსონალთან, ჩართული იყო საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტის ვორქშოფებში.
„ამ მობილობამ, პირადად მე მიმაღებინა საინტერესო გამოცდილება, გამაცნო ახალი ხალხი, მომცა საშუალება ახლოდან მენახა კიდევ ერთი უნივერსიტეტის სამუშაო სტილი და გამეზიარებინა მათი ხედვები. ათბალიანი სისტემით ამ მობილობას მაქსიმალურ შეფასებას დავუწერდი. ვფიქრობ, რომ მიღებული განათლება და კონტაქტები სასიკეთოდ გამომადგება მომავალში, როგორც მე, ასევე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს“- გურამ ლურსმანაშვილი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე წლებია ოლომოუცის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში საბაუნის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა Erasmus+ პროგრამების მეშვეობით ერთი სემესტრი საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ. სტუდენტების გარდა, Erasmus+ მობილობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობით აქტიურად სარგებლობს საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალიც.