09თებ,2024
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლის 08 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
- ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების (რეგიონული კვლევებისა და რეგიონთმცოდნეობის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით ინგლისურენოვანი კურსებისთვის - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი, სოციალური ფსიქოლოგიის (სექსუალური ძალადობის საკითხების კვლევების) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი, დამოკიდებულებების ფსიქოლოგიის (ადიქციის კვლევების/ადიქტოლოგიის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტი, დამოკიდებულებების ფსიქოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი.
სამართლის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობებზე:
- ასოცირებული პროფესორი, რომის სამართლისა და სამართლის ისტორიის მიმართულებით - ერთი ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი, ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
- ასისტენტი, კერძო სამართლის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:
- ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის - 1 ვაკანტური ადგილი.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ბ) დამატებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- საერთაშორისო გამოქვეყნებები;
- გასაუბრება;
- საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე დადასტურებული სერტიფიკატით, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებით ან/და გამოცდით ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შემთხვევაში.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV-GEO) (CV-ENG);
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის შემთხვევაში;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა - ასისტენტის შემთხვევაში;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ინგლისური ენის B2 ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა მხოლოდ ინგლისურენოვანი სასწავლო კურსის წაკითხვის ან ინგლისურენოვან პროგრამაზე არჩევის შემთხვევაში);
ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:
- შესაბამის ენაზე მიღებული და აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
- შესაბამის ენაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
- ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) წარმოდგენის შემთხვევაში.
შენიშვნა: აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული ენობრივი კომპეტენციის გამოცდა.
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
- ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
- ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ.“
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით
ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი)
ტელ: 577347700,
ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 11 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge.
დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2024 წლის 14 მარტიდან.
საჭიროების შემთხვევაში გამოცდა ინგლისურ ენაში დაინიშნება 2024 წლის 15 მარტს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 16 მარტამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.