26აპრ,2024
გამოცხადდა ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლის 26 აპრილიოდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
1. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:
ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
2. სამართლის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობებზე:
1. ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლისა და სამართლის თეორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
2. ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის (საკორპორაციო სამართლის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
3. ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის (შრომისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
3. თეოლოგიის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:
1. ასოცირებული პროფესორი ქრისტიანული ევროპული ლიტერატურის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
2. ასისტენტ-პროფესორი პატერიკული თეოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით).
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.
ბ) დამატებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- საერთაშორისო გამოქვეყნებები;
- გასაუბრება;
- საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად;
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
შენიშვნა: აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული ენობრივი კომპეტენციის გამოცდა.
თ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ი) ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 27 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 04 ივნისამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.