30მაი,2026
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2026 წლის 30 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
1.1 თეოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
ასისტენტ-პროფესორი აფილირების პირობით, პატერიკული თეოლოგიისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
1.2 სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
ასისტენტ-პროფესორი აფილირების პირობით, დიდი მონაცემების საბანკო და საფინანსო მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
1.3 სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
ასოცირებული პროფესორი აფილირების პირობით, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მიმართულებით (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის) - 1 ვაკანტური ადგილი.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების
კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.
ბ) დამატებითი კრიტერიუმები
აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
➢ სასწავლო კურსის სილაბუსი;
➢ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
➢ საერთაშორისო გამოქვეყნებები;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV ქართულ და ინგლისურ ენებზე) დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ დანართი 2.1 და 2.2);
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა:უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) სასწავლო კურსის სილაბუსი;
თ)ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ი) ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“.
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ზემოაღნიშნული ცნობების წარმოდგენა.
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 30 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2026 წლის 2 ივლისს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 3 ივლისს.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.