
13დეკ,2023
ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრის გახსნა
საბაუნისა და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის ერთობლივი პროექტი, ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრი გაიხსნა.
კვლევითი ცენტრის გახსნის ღონისძიება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა.
ორგანიზატორი: საბაუნის სამართლის ფაკულტეტი.
ჩატარდა დისკუსია:
- ცენტრის საქმიანობაზე აზრების გაცვლა;
- ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გზების ძიება.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე, ამასთან მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება საქმიანობის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.