
05სექ,2023
ტრენინგ-კურსი -
გემიფიკაციის ცენტრში ვიწყებთ ტრენინგ-კურსს "ტექნოლოგიები და გემიფიკაცია სწავლებაში"
რა არის გემიფიკაცია?
"გემიფიკაცია", ანუ თამაშის დიზაინის ელემენტების გამოყენება სხვადასხვა სფეროსა თუ საქმიანობაში, ჩვენს შემთხვევაში კი განათლებაში. გემიფიკაციის გამოყენებით, სწავლების პროცესი ხდება მეტად შემეცნებითი, მხიარული და ეფექტური.
რას ვისწავლი კურსის ფარგლებში?
კურსის მიზანია, სწავლების ინოვაციური მეთოდების, ტექნოლოგიებისა და გემიფიკაციის მაგალითების გაცნობა, შემდეგ კი სწავლებაში ინტეგრირება და გამოყენება.
კურსი იქნება სრულად გემიფიცირებული და ძალიან პრაქტიკული, რომელიც აერთიანებს თეორიის ელემენტებს, ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიას. ექსპერიმენტული ფაზების განმავლობაში კი, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი თამაშები და ისწავლონ უშუალოდ გამოცდილებიდან.
კურსის განმავლობაში, ასევე გაეცნობით გემიფიკაციის კონცეფციას და წარმატებულ პრაქტიკას. მიიღებთ ადვილად გამოსაყენებელ რჩევებს, რათა შეიტანოთ თამაშის დიზაინის ელემენტები თქვენს პროფესიულ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვისთვის არის კურსი?
- ტრენერებისთვის
- მასწავლებლებისთვის
- ლექტორებისთვის
- სწავლებისა და განვითარების მენეჯერებისთვის
- HR მენეჯერებისთვის
- ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე სწავლების ტექნიკებით.
რას მოიცავს კურსი?
- სწავლების თანამედროვე მეთოდების მიმოხილვა;
- გემიფიკაცია და მისი როლი განათლებაში;
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში;
- QR კოდები სწავლებაში, M-Learning-ის პრინციპები და მაგალითები;
- გემიფიკაციის ელემენტებით პრეზენტაციების შექმნა;
- ციფრული ისქეიფ-რუმების (Escape Room) შექმნა და გამოყენება სწავლების პროცესში;
- წარმატებული მაგალითები - გემიფიკაცია ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში;
- სხვადასხვა თამაშების ინტეგრირება სასწავლო კურსში;
- თანამედროვე, ციფრული პლატფორმების გაზიარება;
- სასწავლო გეგმაზე მორგებული თამაშის შექმნა.
როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?
კურსი დაიწყება 3 ოქტომბრიდან და მოიცავს 5 სამუშაო და 1 Follow up შეხვედრას, რომელიც ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს - საღამოს 7 საათიდან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კამპუსში. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
კურსის ბოლოს გაიცემა ციფრული ბეჯი და დამადასტურებელი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი
კურსის ღირებულება: 340 ლარი
კურსზე რეგისტრაცია: https://forms.gle/b9tDZJ85GaHzUBt58
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ვინ იქნება ტრენერი?
კურსს გაუძღვება მურთაზ ბოლქვაძე
მურთაზი არის Soft და Hard Skills ტრენერი, ასევე ლექტორი გემიფიკაციის, ლიდერობისა და გუნდის მართვის მიმართულებით საბაუნიში და კავკასიის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში ასევე იყო ტრენერი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტში ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
ამჟამად ხელმძღვანელობს სწავლებისა და განვითარების მიმართულებას თიბისი დაზღვევაში და გემიფიკაციის ცენტრს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი ტრენინგ კურსი, შექმნილი აქვს 10-ზე მეტი საგანმანათლებლო თამაში და სწორედ აქტიური სწავლება, განათლება ტექნოლოგიების გამოყენებით და გემიფიკაცია წარმოადგენს მისი მუშაობის ძირითად სფეროს.