
04აპრ,2025
ტრენინგ-კურსი “Differences Make No Difference”
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-კურსი ახალგაზრდა ლიდერებისთვის, სახელწოდებით “Differences Make No Difference.”ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
პროექტი მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერება ამაღლება ევროკავშირის როლის შესახებ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია DAAD-ის მიერ, ევროკავშირის ფონდიდან. 5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა და უნარ-ჩვევები ევროპულ ფასეულობებსა და პოლიტიკაზე, რამაც ხელი შეუწყო მათი კავშირების გაძლიერებას რეგიონში.
ტრენინგი ჩატარდა თბილისში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 25-29 მარტს.
მოწვეულმა სპიკერებმა განავრცეს სხვადასხვა თემა, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციები, კონფლიქტის მართვა და მოლაპარაკებები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.ტრენინგ-კურსის დასკვნით ეტაპზე, მონაწილეები ჩაერთვნენ კარლ პოპერის სტანდარტით ორგანიზებულ დებატებში. ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზი.
გალერეა



