25ოქტ,2020
ტრენინგების ციკლი აკადემიური პერსონალისათვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის „პროფესიული განვითარების ცენტრი“-ს (Center for Professional Development) ორგანიზებით, 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა საბაუნის აფილირებული ასისტენტის/ლექტორის- შორენა გოგიაშვილის. ტრენინგების ციკლი თემებზე:
- როგორ შევადგინოთ სწავლის ეფექტური შედეგები სასწავლო გეგმისთვის;
- როგორ შევადგინოთ სწავლის ეფექტური შედეგები სასწავლო პროგრამისთვის;
- როგორ გავზომოთ და მივაღწიოთ სტუდენტის კმაყოფილებას;
- როგორ ჩავრთოთ დაინტერესებული მხარეები სწავლის შედეგების შედგენაში / განვითარებაში / შეფასებაში;
ტრენინგების ციკლის ფარგლებში ჩატარდა ოთხი შეხვედრა, სადაც ტრენერმა დეტალურად განიხილა ზემოთხსენებული საკითხები.
ტრენინგების ციკლს ესწრებოდნენ, როგორც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
შეხვედრები ჩატარდა დისტანციურად, “google meet” პლატფორმის საშუალებით,.
სამომავლოდ კვლავ იგეგმება მსგავსი ტრენინგების ციკლის ჩატარება, პერსონალისთვის