14ნოე,2019
ტრენინგი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის
2019 წლის ოქტომბერში სულხან-საბა ორბელიანის “პროფესიული განვითარების ცენტრის’ მიერ დაიგეგმა ტრენინგების ციკლი უნივრსიტეტის პერსონალისთვის უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული დოკუმენტების და პროცესების გაცნობის თაობაზე.
ტრენინგების ციკლის მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უნივერსიტეტის შიდა პროცესების და მნიშვნელოვანი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
ტრენინგების ციკლის მეორე ტრენინგი ჩატარდა 2019 წლის 14 ნოემბერს იურიდიული სამსახურის მიერ და ტრენინგის თემატიკა მოიცავდა:
- უნივერსიტეტის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;
- სტიპენდიების გაცემის წესი;
- ტრენინგს დაესწრო თითოეული სტრუქტურული ერთეულიდან წარმომადგენელი.
პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ კვლავ იგეგმება ტრენინგების ჩატარება აღნიშნული ტრენინგების ციკლის ფარგლებში.