23ოქტ,2019
ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის
2019 წლის ოქტომბერში სულხან-საბა ორბელიანის “პროფესიული განვითარების ცენტრის’ მიერ დაიგეგმა ტრენინგების ციკლი უნივრსიტეტის პერსონალისთვის უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული დოკუმენტების და პროცესების გაცნობის თაობაზე.
ტრენინგების ციკლის მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უნივერსიტეტის შიდა პროცესების და მნიშვნელოვანი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
ტრენინგების ციკლის პირველი ტრენინგი ჩატარდა 2019 წლის 23 ოქტომბერს, ხარისხის მართვის სამსახურის მიერ და ეხებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა:
- აფილირების წესი;
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, შეფასების შედეგები და მათი გამოყენების წესი;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობის განსაზღვის მეთოდოლოგია;
- პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების წესი;
- საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, განვითარების მეთოდოლოგია;
- სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების აღიარების წესი;
სამომავლოდ კიდევ იგეგმება ტრენინგების ჩატარება, აღნიშნული ტრენინგების ციკლის ფარგლებში.