28სექ,2023
ტრენინგი კვლევის მეთოდოლოგიაზე
2023 წლის 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში კვლევის მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენლები (CRRC). შეხვედრაზე ორგანიზაციის მკვლევრები დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწვდიან ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაციას, აუხსნიან თანამედროვე კვლევით მეთოდებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას და უპასუხებენ მათ მიერ დასმულ კითხვებს.
შეხვედრა განკუთვნილია სოციალური მეცნიერებების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის.
CRRC-საქართველოს მკვლევრები შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ასევე გააცნობენ პრაქტიკულად როგორ ტარდება გამოკითხვა, რესპოდენტების შერჩევა, კითხვარის შედგენა, გაზომვა, სკალირება და რაც მთავარია გაუწევენ პრაქტიკულ კონსულტაციას სწორად შეარჩიონ შერჩეული თემის კვლევის მეთოდოლოგია.
შეხვედრის ბოლოს დაინტერესებულ სტუდენტებს ორგანიზატორები პრაქტიკულ მეცადინეობას ჩაუტარებენ და გაუწევენ კონსულტაციას სამაგისტრო თემის დიზაინის შექმნაშიც.
გარდა ამისა, სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობისა და კვლევითი გრანტების შესახებ.
დასწრების მსურველებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია ამ ბმულზე, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.