
11დეკ,2019
ტრენინგი "საგრანტო პროექტების წერა"
ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, “სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის”, “პროფესიული განვითარების ცენტრი”-ს ორგანიზებით, 2019 წლის 10-11 დეკემბერს ჩატარდა ორ დღიანი პროექტების მართვის მოკლე კურსი, რუსთაველის საგრანტო პროექტების მაგალითზე.
კურსს კითხულობდა მოწვეული ტრენერი, თსუ-ს სამეცნიერო კვლევითი სამსახურის თანამშრომელი ლელა კვინიკაძე.
ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა განიხილა პროექტების მართვის თეორიული ნაწილი, ხოლო მეორე დღეს უშუალოდ პრაქტიკულად აუხსნა ტრენინგის მონაწილეებს საგრანტო პროექტების შევსება და თითეულმა მონაწილემ დამოუკიდებლად შეასრულად ტრენერის მიერ მოცემული დავალება.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აღნიშნული ტრენინგის თემატიკა შერჩეულ იქნა აკადემიური პერსონალის გამოკითვის შედეგად, რომელსაც “პროფესიული განვითარების ცენტრი” პერიოდულად ატარებს.