
06თებ,2020
ტრენინგი "სამეცნიერო ბაზების გამოყენება და წყაროების მოძიება"
2020 წლის 06 თებერვალს “სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის” “პროფესიული განვითარების ცენტრის” ეგიდით უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთის ჩატარდა უნივერსიტეტის პრორექტორის, ასოცირებული პროფესორის დიმიტრი გეგენავას ტრენინგი თემებზე:
სამეცნიერო ბაზების გამოყენება და წყაროების მოძიება
ტრენინგს ესწრებოდა როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე ადმინისტრაციის წარმოამდგენლები და მოწვეული ლექტორები.
ტრენინგის მიმდინარეობისას ბატონმა დიმიტრიმ დეტალურად განიხილა სამეცნიერო წყაროების მოძიების გზები და რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზის გამოყენების მეთოდები.
ტრენინგის მიზანი იყო სამეცნიერო-კვევითი საქმიანობის წახალისება უნივერსიტეტის პერსონალს შორის.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აღნიშნული ტრენინგის თემატიკა შერჩეულ იქნა აკადემიური პერსონალის გამოკითვის შედეგად, რომელსაც “პროფესიული განვითარების ცენტრი” პერიოდულად ატარებს.