21ნოე,2022
ტრენინგი: სამოტივაციო წერილისა და ეფექტური CV-ის შედგენა
21 ნოემბერს, 13:00 საათზე, საბაუნის სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: "სამოტივაციო წერილისა და ეფექტური CV-ის შედგენა".
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს:
• ეფექტური სამოტივაციო წერილისა და CV-ის შედგენა;
• საკვანძო სიტყვების გამოყენების როლი CV-ში.
"დღესდღეობით დამსაქმებლები ყოველდღიურად ასობით CV-ის იღებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია, რომელიც თქვენმა რეზიუმემ უნდა გაიაროს ძალიან დიდია. ძირითადად ყურადღება ეთმობა CV-ის სიმარტივეს, შესაბამისად, CV უნდა იყოს ლაკონიური, მარტივად აღქმადი და თავსებადი იმ მოთხოვნებთან, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს თქვენგან". - თამარ კანაშვილი, ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.