
04ოქტ,2019
ტრენინგი - სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა
ადვოკატმა ქეთევან ქავთარაძემ "სულხან-საბა ორბელიანიას სასწავლო უნივერსიტეტის" ბაკალავრიისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან ჩაატარა ტრენინგი, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ტრენინგზე განხილულ იქნა სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დღეს-დღეისობით ყველაზე აქტუალურია.
ტრენინგის მიმდინარეობისას განვიხილეთ შრომით სამართლებრივი საკითხები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მისი პრაქტიკაში გამოყენების ზოგადი წესები და სხვა მრავალი.
წინ კიდევ ბევრი საინტერესო და პრაქტიკული კუთხით დატვირთული არა ერთი პროექტი გელოდებათ.