27მაი,2020
ტრენინგი თემაზე “კვლევის მეთოდები”.
2020 წლის 25 და 27 მაისს “სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის” “პროფესიული განვითარების ცენტრის” ეგიდით უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთის ჩატარდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტის სოფიკო მეტრეველის ტრენინგი თემაზე “კვლევის მეთოდები”.
ტრენინგი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა თეორიულად განხილა კვლევის მეთოდები, ხოლო ტრენინგის მეორე დღეს უშუალოდ პრაქტიკული მაგალითების საშუალებით აუხსნა ტრენინგის მონაწილეების ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების შესაბამისობა და აუცილებლობა.
ტრენინგი ჩატარდა დისტანციურად, “google meet” პლატფორმის საშუალებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აღნიშნული ტრენინგის თემატიკა შერჩეულ იქნა აკადემიური პერსონალის გამოკითვის შედეგად, რომელსაც “პროფესიული განვითარების ცენტრი” პერიოდულად ატარებს.