27თებ,2023
წიგნის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის პოლიტიკა. ეფექტიანი საჯარო მმართველობისთვის საქართველოში“
22 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა ირმა გელანტია-ახვლედიანის წიგნის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის პოლიტიკა. ეფექტიანი საჯარო მმართველობისთვის საქართველოში“.
მონოგრაფიაში განხილულია შიდა აუდიტის როლი ეფექტიანი საჯარო მმართველობის პროცესში, შიდა აუდიტის სისტემის ფორმირება-განვითარების ეტაპები საქართველოში და შედარება შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკასთან. გამოკვეთილია გაუმჯობესების შესაძლებლობები კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზებით. როგორც ავტორი აღნიშნავს, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქალების როლი: "უკეთესი საჯარო მმართველობა შესაძლებელია კეთილსინდისიერი, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალი ქალებით გაჯერებული!"
წიგნის პრეზენტაციას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.