11დეკ,2017
წიგნის პრეზენტაცია: კალისტრატე ცინცაძის 150
2017 წლის 11 დეკემბერს, საბაუნიში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია: კალისტრატე ცინცაძე 150. პრეზენტაციას უძღვებოდა წიგნის რედაქტორი, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი ბატონი ნუგზარ პაპუაშვილი. მან ისაუბრა წიგნის მნიშვნელოვან ასპექტებზე და უპასუხა აუდიტორიაში დასმულ შეკითხვებს.