
26აპრ,2024
საბაუნის აფილირებულმა პროფესორმა „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალზე" წიგნი წარადგინა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 23-24 აპრილს, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკის მიერ გამართულ „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალში" მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, გაიმართა საბაუნის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის, იზოლდა ხოხაშვილის წიგნის წარდგენა - „ანიმაცია ტურიზმში“.
დაარსების დღიდან, საბაუნის გამომცემლობას გამოცემული აქვს 250 -მდე დასახელების წიგნი, რომელიც მოიცავს როგორც ორიგინალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურას, ასევე თარგმანებსაც ისეთ დარგებში, როგორიცაა თეოლოგია, რელიგიის კვლევები, ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და ა.შ.