01ნოე,2022
UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა
გამოცხადდა მიღება UGRAD-ის გაცვლით პროგრამაზე ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა(UGRAD) ბაკალავრიატის სტუდენტებს ამერიკული განათლებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მიმართულების სტუდენტს. აუცილებელია, რომ კანდიდატი მობილობის პერიოდისთვის იყოს სრულწლოვანი და გავლილი ჰქონდეს ბაკალავრიატის სწავლების 1 წელი, ასევე კანდიდატს 2024 წლის აგვისტოს შემდეგ ერთი სემესტრი მაინც უნდა ჰქონდეს დარჩენილი საქართველოში ბაკალავრიატის დასრულებამდე.
პროგრამა აფინანსებს მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების, სწავლისა და დაზღვევის ხარჯებს, ასევე დაფინანსებულია მცირედი ყოველთვიური სტიპენდია.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა. მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი და დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე(ინგლისურ ენაზე).
გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა 8 ნოემბერს, 16:00 საათზეა დაგეგმილი. ასევე, ონლაინ კონსულტაცია დანიშნულ დროს საქართველოში ამერიკის საელოჩოს ფეისბუქის გვერდზე ლაივ ვიდეოს სახით დაიწყება.