09ივნ,2015
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას პიერ დიუმულენის სახელი მიენიჭა
2015 წლის 9 ივნისს რექტორის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მიენიჭა უნივერსიტეტის წინამორბედი თეოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და რექტორის, პროფესორ მამა პიერ დიუმულენის სახელი.
თეოლოგიის დოქტორი (ბიბლეისტი) მამა პიერ დიუმულენი წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული ინსტიტუტის და შემდეგ უკვე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. მისი უშუალო შემოწირულობით დაფუძნდა ინსტიტუტის ბიბლიოთეკა. მამა პიერის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით იმართებოდა საჯარო ლექციები, კონფერენციები და საერთაშორისო სიმპოზიუმები. მისი ინიციატივით შეიქმნა ქრისტიანული კულტურის ცენტრი, სადაც ქართულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა თეოლოგიური და ფილოსოფიური ლიტერატურა.
მონაკოში დაბადებულმა მამა პიერმა უმაღლესი განათლება მიიღო პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტსა (იტალია) და იერუსალიმის ბიბლიისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისრაელი). მუშაობდა ლუგანოს (შვეიცარია) ღვთისმეტყველებისა და ბიბლეისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, სანკტ-პეტერბურგის (რუსეთი) სასულიერო სემინარიის პრორექტორად.
ის არის ავტორი მრავალრიცხოვანი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის.
პიერ დიუმულენი დღემდე კითხულობს ლექციებს ჩვენს უნივერსიტეტში.