05აგვ,2020
USAID/PROLoG-ის გრანტი სამართლის ფაკულტეტისთვის
საბაუნის სამართლის ფაკულტეტმა კიდევ ერთი ამერიკული გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ონლაინ პლატფორმა სამართლით დაინტერესებული პირებისათვის. პლატფორმაზე განთავსდება სასწავლო მასალები, ვიდეოლექციები, ფაკულტეტისა და ფაკულტეტთან არსებული კვლევითი ერთეულის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცემული იურიდიული ლიტერატურა. გარდა ამისა, ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება სხვა ავტორების ნაშრომებიც საავტორო უფლებების სრული დაცვით.
კოვიდ-19 პანდემიის გამო სწავლების ონლაინ რეჟიმში გადასვლამ სასწავლო და სამეცნიერო მასალების ელექტრონულად გამოყენების საჭიროება უფრო მეტად აქტუალური გახადა. ამ პლატფორმით ხელმისაწვდომი იქნება ქართული სამართლის სფეროს სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის დიდი ნაწილი.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხადაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მიერ.